სელიმხანოვი ნარიმან ახმედის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
- ეროვნება: აზერბაიჯანელი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკის ენერგოსაამქროს უფროსი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1921-1924 წწ.; პარტიის რიგებიდან გაირიცხა კომპარტიის დისკრედიტაციისთვის.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის იანვრიდან დაპატიმრებამდე იყო ბაქოსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკების კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიული ორგანიზაციების აქტიური წევრი. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საამქროებში. ჩამოაყალიბა დივერსიული ჯგუფი. მწყობრიდან გამოჰყავდა ძალური დანადგარები. იზიარებდა კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის დებულებებს. იყო შინსახკომის ინფორმატორი და არ მიაწოდა ინფორმაცია შინსახკომის თანამშრომლებს კ/რ ორგანიზაციის არსებობის შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-14, 58-8, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან