სემერჯიევი ივანე გრიგოლის ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აჭარა, ბათუმი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ბერძენი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ექიმი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო "ლაკობას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული" კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, მჭიდრო კავშირი ჰქონდა კ/რ ნესტორ ლაკობასთან, საქართველოს პარტიული ხელმძღვანელების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებდა კ/რ პროვოკაციულ მონაჭორებს, ეწეოდა კ/რ აგიტაციას, კერძოდ, აცხადებდა, რომ ,,ნესტორ ლაკობა არ მომკვდარა თავისი სიკვდილით. კ/რ მოწმეების, მ. ლაკობას, მ. შლატერის, ა. ხოშტარიას, ლ. თარბას და ი. გაბაშვილის ჩვენებებით მხილებულ იქნა, როგორც კ/რ „ლაკობას ორგანიზაციის“ წევრი. ანჩაბაძის, ნიკურაძის, ვარალოვის, ხასაიას, თენეიშვილის, ბენდელიანის ჩვენებებით დადასტურდა სემერჯიევის მიერ საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია. ბრალდებულმა აღიარა, რომ იღებდა კ/რ ნესტორ ლაკობას მავნებლურ დავალებებს და ასრულებდა მათ, აგრეთვე ცდილობდა საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან