სერიკოვი პავლე ტიმოთეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, სოფ. გონჩარიხი, უკრაინა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს მარცვლეულის დამზადების მომარაგების ხელმძღვანელი
- ბრალად ედება: რომ იყო მარცვლის დამზადების დარგში მოქმედი კ/რ მავნებლური, ტერორისტული, ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. ამ ორგანიზაციის ერთ- ერთი ხელმძღვანელის, ლაზარევის დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელმაც გამოიწვია მარცვლეულის დაავადება ბეღლის მავნებლების მეშვეობით. ბეღელში შეჰქონდა დაზიანებული ხორბალი, განზრახ არ უშვებდა დროულად რეალიზაციაში, რაც იწვევდა პურ-პროდუქტების მარაგის შემცირებას, აგრეთვე განზრახ არ უშვებდა რეალიზაციაში ლობიოს და სხვა მარცვლეულს. სერიკოვმა ფოთის ელევატორში გაგზავნა 10000 ტ. ხორბალი, რამაც გამოიწვია ელევატორის გადატვირთვა და შექმნა პრობლემები ელევატორის მარცვლეულით შემდგომი დატვირთვის დროს. ქუთაისის ბაზაში გააგზავნა 81 ვაგონი შვრია, რამაც გამოიწვია მაღაზიებისა და საწყობების გადატვირთვა და პროდუქტის გაფუჭება.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: არობელიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11,
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან