სეროპიანი ქრისტეფორე ავეტისის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: თურქეთი, ქ. ბაიბურთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის თბოელექტროსადგურის სამმართველოს დირექტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1936 წ. გახდა საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. უშუალოდ მონაწილეობდა კ/რ ორგანიზაციაში არნაუტოვისა და ჯაბადარის გადაბირებაში. უშუალოდ და გადაბირებული პირების მეშვეობით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას თბილისის თბოელექტროსადგურის სამმართველოში. მხილებულ იქნა შ. პ. კიღურაძისა და მ. ტ. ნიორაძის ჩვენებებით. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პოღოსოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან