სვანიძე ისააკ ფარნაოზის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში -1921 წლიდან დაპატიმრებამდე - კავშირგაბმულობის 47-ე ცალკეული ბატალიონის კომისარი; წოდება -უფროსი პოლიტხელმძღვანელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) პარტიის წევრი 1918 წლიდან , პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1928 წელს გახდა არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციური ტროცკისტული მემარჯვენე, ჯაშუშური, მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან და საქართველოს ე.წ. „დამოუკიდებელი“ ბურჟუაზიულ- დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ და მავნებლურ საქმიანობას, მიმართულს მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად. იბირებდა ახალ წევრებს კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ - არ აღიარა ახალი წევრების გადაბირება.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან