სინეპლეხოვი დიმიტრი გიორგის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: კურსკის ოლქი (გუბერნია), ქ. კურსკი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 20 კავალერიული დივიზიის 59-ე კავკასიის კავალერიული მსროლელი პოლკის სამხედრო კომისრის მოვალეობის შემსრულებელი; წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრებულ ნათესავებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური, ჯაშუშური, სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული, სამხედრო ორგანიზაციის წევრი, ჰქონდა დავალება და ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას პოლკის წითელარმიელთა და სამეთაურო შემადგენლობის სამხედრო და პოლიტმომზადების ჩასაგდებად. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია როზოვის, იარცევის, დანელიანის, კამენცერის და მოროზოვის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კულაგინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან