სიროტა აბრამ ლეონტის ძე (1909)
- დაბადების თარიღი: 1909 წ.
- დაბადების ადგილი: უკრაინა, კიევის ოლქი, სოფ. ლუკაშოვკა
- ეროვნება: ებრაელი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს ინსტრუქტორი, წოდება - პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1929 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 03/30/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1. სისტემატურად ეწეოდა ა/ს საუბრებს, აკრიტიკებდა პარტიისა და მთავრობის ღონისძიებებს, ემხრობოდა კ/რ ტროცკისტულ დებულებებს და უნდობლობას უცხადებდა კოლექტივიზაციას. 2. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტ-სამმართველოში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. მჭიდრო კავშირი ჰქონდა კ/რ სამხედრო შეთქმულების ერთ-ერთ აქტიურ წევრ ტორბაკოვთან. ჰქონდა მასთან ღია კ/რ და ა/ს საუბრები. შემდგომში ტორბაკოვმა ის დაამუშავა და აძლევდა მას კ/რ დავალებებს, გაევრცელებინა ინფორმაცია. შედეგად სიროტა გარნიზონის წევრებს აწვდიდა დამახინჯებულ ინფორმაციას. 3. შემდეგი კ/რ დავალება სიროტამ ტორბაკოვისგან მიიღო პარტკომისიის ხაზით, რაც გულისხმობდა პარტიის რიგებში კ/რ კადრების აღდგენასა და არასაკმარისი მიზეზით პარტიის წევრთა გარიცხვას. სიროტამ თავი არ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან