სიხარულიძე შერმადინ ნიკოლოზის ძე (1905)

  • დაბადების თარიღი: 1905 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაური, სოფ. განახლება
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საბჭოთა მეურნეობის დირექტორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და რომელიც 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც ლიმონისა და მანდარინის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, ამ მეურნეობაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. აღიარა, რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. სიხარულიძემ არ აღიარა, რომ ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. მხილებულ იქნა თავდიშვილისა და სალუქვაძის ჩვენებებით, აგრეთვე პარტიის რაიკომის კომიისიის მიერ საბჭოთა მეურნეობაში ჩატარებული შემოწმების აქტით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

შერმადინ სიხარულიძის ძმა, ევგენი სიხარულიძე, იყო აჭარის კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ის გასამართლებული იქნა სამხედრო კოლეგიის მიერ პირველი კატეგორიით.