სლუჟივოვი მიხეილი ივანეს ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. მოსკოვი
  • ეროვნება: რუსი
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მასწავლებელთა მომზადების განყოფილების უფროსი; წოდება - პოლკოვნიკი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო მოსკოვის კ/რ ფაშისტური შეთქმულებისა და კ/რ სამხედრო ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომლის შემადგენლობაშიც ატარებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მომზადებისა და ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობის აღდგენისაკენ მიმართულ კ/რ მუშაობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: კისილევსკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი საპატიო მოქალაქე, მეფის არმიის პორუჩიკი