სოკოლოვი ვადიმ სერგეის ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. ორენბურგი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
  • განათლება: არასრული საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მეათე სარკინიგზო პოლკის სააღალო-სანივთე მომარაგების უფროსი, წოდება - პირველი რანგის ტექნიკოს- ინტენდანტი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. შეიდოდა კონტრევოლუციურ სამხედრო ორგანიზაციის შემადგენლობაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 3. დეზორგანიზებას უწევდა პოლკის სააღალო-სანივთე მომარაგების გაყიდვას, ამით დაეხმარა კონტრევოლუციურ ორგანიზაციას ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებაში. 4. 1918 წლიდან იყო გერმანული დაზვერვის აგენტი და 1936 წლიდან - ფრანგული დაზვერვის, რომელთაც აწვდიდა ჯაშუშურ ინფორმაციას სარატოვის, ბაქოს, თბილისის და სხვა ნაწილების მდგომარეობის შესახებ. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11, 58-1-ბ

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა ძველ არმიაში 1915 წლიდან 1916 წლამდე, ოფიცერი პორუჩიკის წოდებით, 1916 წლიდან 1919 წლამდე იყო გერმანიაში ტყვედ, მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1919 წლიდან.