სოლდატოვი ივანე პეტრეს ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: რიაზანის ოლქი, სოფ ბოროვოე, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის განყოფილების მომარაგების ქვეგანყოფილების უფროსი; წოდება - მეორე რანგის ინტენდანტი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხანაგ ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934-1937) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. შედიოდა საქართველოს სსრ-ში და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში არსებულ კ/რ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას საქართველოში; 3. აღნიშნული კ/რ სამხედრო ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის სამსახურის სისტემაში. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ებანოიძის, ლიჩაგინის და სოლოვიოვის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან