სომოვი ვიქტორ ვიქტორის ძე (1881)

  • დაბადების თარიღი: 1881 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ს/პეტერბურგი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კერძო პრაქტიკის მქონე კბილის ექიმი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, თბილისი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ ჯაშუშობდა უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბაჟორა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ესერთა ორგანიზაციის ყოფილი წევრი 1916 წლიდან, რევოლუციის შემდეგ იუსტიციის მინისტრის, კერენსკის მდივანი, შემდეგში, კერენსკის თავმჯდომარეობის დროს - სამოქალაქო კანცელარიის ხელმძღვანელი.