სოსელია გრიგოლ ყარამანის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, გორი, სოფ. ხიდისთავი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ეკონომისტი; გაზეთ „კომუნისტური განათლების“ რედაქტორი
- პარტიულობა: სკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან
- დაპატიმრების თარიღი: 10/25/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1927 წლიდან იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა გრიგოლ ფრანგიშვილმა. 1935 წ. გახდა ამ ორგანიზაციის ტერორისტული ჯგუფის წევრი და მიიღო დავალება, მოემზადებინა ტერაქტი საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს მდივან ბერიას წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: დრეი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: რეაბილიტირებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო