სოფრომაძე დავით იოსების ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აგრონომი, დაპატირებამდე - ჩხარის რაიონული განყოფილების მიწათმოქმედების განყოფილების უფროსი აგრონომი,
- პარტიულობა: წარსულში - ნაციონალ- დემოკრატიული პარტიის წევრი
- ბრალად ედება: რომ გასაბჭოების დღიდან იყო ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას. 1924წ. ჩხარის რაიონში ხელმძღვანელობდა ავანტიურას, რისთვისაც იყო რეპრესირებული. გათავისუფლებულ იქნა საერთო საფუძველზე ამინისტიციის შედაგად. 1931 წ. იყო ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, შევიდა კ/რ კულაკთა მეამბოხე ორგანიზაციაში და იყო მისი აქტიური წევრი. რაიკომის ყოფილმა მდივანმა აკაკი მახათაძემ და აღმასკომის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ფანჩულიძემ ჩააბეს სოფლის მეურნეობაში კ/რ მავნებლურ საქმიანობაში. ამ მიზნით ის დანიშნეს ჩხარის რაიონის მიწათმოწყობის განყოფილების უფროს აგრონომად. იყო კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი, ხელს უწყობდა ვაზის ნერგების დამზადების გეგმის 600 000 ცალიდან 3 000 000-მდე გაზრდას. წვრილი და გამომშრალი ნერგები დარგეს უხარისხო ნაკვეთში, რის შედეგადაც გადარჩა ნერგების 22%, დანარჩენი იყო წუნიანი და რაიონის კოლმეურნეობებმა განიცადეს 290 013 მანეთის ზარალი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაბისონია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1924 წ ავანტიურის თავკაცი, 1934 წელს არალეგალური კ/რ-რი მეამბოხე ორგანიზაციის წევრი