სტარკი ლეონიდ ნიკოლოზის ძე (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1905 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წ. კ/რ საქმიანობასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციაში გადაიბირა 1937 წელს სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გერმანე მგალობლიშვილმა. ეწეოდა ჯაშუშური ხასიათის საქმიანობას, კავშირი ჰქონდა უცხოელ კონსულებთან თბილისში, აწვდიდა მათ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს და მათგან იღებდა დიდ ფულად თანხებს კ/რ ორგანიზაციის საქმიანობისთვის. ავღანეთში 1925- 26 წლებში ელჩად მუშაობის დროს გადაიბირა ბრიტანეთის ელჩმა ჰემფრისმა. მასთან ინარჩუნებდა კავშირს და ამარაგებდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებით. ამ ჯაშუშური საქმიანობისთვის მისგან ყოველთვიურად იღებდა ფულად გასამრჯელოს. ავღანეთში ეწეოდა ოქროს თუმნიანების შესყიდვას და აგზავნიდა მათ სსრკ-ში, აგრეთვე დაკავებული იყო სხვა ფულადი მაქინაციებით, როგორიცაა ოქროზე გადაცვლა და სხვა. თავდაპირველად თავი სრულად ცნო დამნაშავედ. შემდეგომში უარყო კ/რ ჯაშუშური საქმიანობა და თავი ცნო დამნაშავედ მხოლოდ სავალუტო ოპერაციების დარღვევაში. მხილებულ იქნა მგალობლიშვილის, ბაგრატიონის, ძიძურაბოვას და ო. ა. სტარკის ჩვენებებით და დაპირისპირებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლეჟნევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან