სტუპინი ანდრია გრიგოლის ძე (1871)

  • დაბადების თარიღი: 1871 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ორიოლის გუბერნია, ქ. სევსკი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: უმაღლესი; დაამთავრა სამხედრო აკადემია.
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამეფო სამხედრო ფლოტში მსახურობდა 1-ლი რანგის კაპიტნის წოდებით. ბათუმის ელექტროსადგურის კონსულტანტი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, ბათუმი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში გადაიბირა აწ გასამართლებულმა კ/რ ტროცკისტმა ანგინომ მაჩხელიანმა, ეწეოდა დივერსიულ-ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის საქალაქო ენერგომეურნეობაში და აჭარის ადგილობრივ მრეწველობაში, რითაც სახელმწიფოს მიაყენა 400 ათასი მანეთის ზარალი. სტუპინი ეწეოდა კ/რ ფაშისტურ საქმიანობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: კურბატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1917 წლამდე ჰქონდა საკუთარი ქარხანა სევასტოპოლში.