სტურუა ალექსანდრე ექვთიმეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს თეატრალური მუზეუმის დირექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1919 წლიდან დაპატიმრებამდე.
- ბრალად ედება: რომ სტურუა 1923-1925 წლებში იყო კ/რ ნაციონალ-უკლონისტების აქტიური წევრი, რასაც უმალავდა პარტიას. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის საქმიანობაში და ხელი მოაწერა 83-იანების განცხადებას. 1931 წელს პიმენ ხობუამ გადაიბირა მემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ, ტერორისტულ, ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას შეიარაღებული აჯანყებისა და საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის გზით. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს და ეწეოდა ძირგამომთხრელ-მავნებლურ საქმიანობას ამერკავკასიის რადიოკომიტეტში. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: კაჭარავა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან