სულაქველიძე ანა ამბაკოს ასული (1889)
- დაბადების თარიღი: 1889 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ქ. თბილისის რკინიგზის N8 სკოლის ყოფილი გამგე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1904-1917 წწ. 1930 წ. სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი, პარტიიდან გარიცხეს აქტიური ტროცკისტობის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) პარტიისგან მალულად იყო აქტიური ტროცკისტი; 2) 1927 წლიდან ეწეოდა არალეგალურ საქმიანობას, რისთვისაც თავის ბინაში სპეციალურად ჰქონდა შენახული საქართველოს ტროცკისტული ცენტრის ტექნიკა, რომელსაც დაპატიმრების მომენტამდე ინახავდა; 3) შენიღბული სახით სახლში ინახავდა ნაღმების გარსს, საფანტს, ცეცხლსასროლ იარაღს, გასამრავლებელ აპარატ „რენოტიპს“ და სხვა; 4) ბოლო დრომდე ჰქონდა მჭიდრო კავშირი გალდავას, დიდიძესა და დარახველიძესთან. თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გასიევი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 202, 58-10, 58-11, 17-58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან