სულთანიშვილი კლავდიოზ ივანეს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ონი, სოფ. ხარისთვალი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოში საქართველოს მთავრობის მუდმივი წარმომადგენელი. საქართველოს შინსახკომის სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს საიდუმლო პოლიტიკური განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი.
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1921 წლიდან
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. ჰქონდა ინფორმაცია საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის მდივან ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. საქართველოს შინსახკომში პირადად ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას, რაც მიმართული იყო საქართველოში ტროცკისტული იატაკქვეშეთის გამომჟღავნების ოპერატიული ღონისძიებების ჩაშლისაკენ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სავიცკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან