სურვილო იოსიფ ანტონის ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ვილნო (ვილნიუსი), პოლონეთი
  • ეროვნება: პოლონელი
  • სოციალური წარმომავლობა: მეფის არმიის ოფიცერი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - 9 მსროლელი დივიზიის 26-ე სამთო მსროლელი პოლკის მეთაური, წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი; საკავშირო კპ(ბ)-დან გაირიცხა 1920 წელს და შემდეგ ისევ აღადგინეს.

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, ჯაშუშურ-ტერორისტული მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; იყო კ/რ შეთქმულთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის ძლიერების დასუსტებისაკენ; კ/რ შეთქმულთა ორგანიზაციაში ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ა.ი. ლევინის და მ.ს. სენკოვის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მანუკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში მეფის არმიის პრაპორშიკი.