სუხიშვილი ვლადიმერ პავლეს ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისის რაიონი, სოფ.მამკოდა
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშინაო განათლებით
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო სამმართველოს უფროსი; საქ.სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე და საქართველის კომპარტიის ცკ -ს მდივანი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ცხაკაიას ქ. № 13
- პარტიულობა: სკკპ (ბ) წევრი 1904 წლიდან.
- ბრალად ედება: დაპატიმრებულია 06.05-1937 წ. სსრკ შინსახკომის ორგანოების მიერ. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ. მისი ჩვენების თანახმად, 1933 წელს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში მისი ჩათრევა დაიწყო ამიერკავკასიის საბაჟო სამმართველოს მმართველმა ნიკოლოზ ბაქრაძემ და საბოლოოდ 1935 წელს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა გერმანე მგალობლიშვილმა ვლადიმერ ჯიქიას თანდასწრებით. ბრალდებულ სუხიშვილის ჩვენების თანახმად, მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის დავალებით იგი ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, კონტრრევოლუციური საქმიანობით იგი დაკავშირებული იყო შინსახკომის მუშაკებთან, ფირცხალავასა და ოშაყმაშვილთან. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჯაშუშური საქმიანობის კურსში. სასამართლოზე ვ.პ. სუხიშვილმა წინასწარი გამოძიების მსვლელობაში მიცემული ჩვენებები დაადასტურა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 25.07-1957 წლის