ტაბიძე ტიციან იუსტინეს ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პოეტი, საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი.
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, გრიბოედოვის ქ. # 18
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 10/09/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. მავნებლობდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულია ბუდუ მდივნის, ლ. გასვიანის, გ. მგალობლიშვილის, საყვარელიძის, ვ. დარახველიძის, შ. ელიავას, ნ. მიწიშვილის, დ. წერეთლის, ა. მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ქადაგიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 17/12-1939 წელს ფილტვების კრუპოზული ანთებით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. თბილისის კალინინის რაიონის მმაჩის ბიუროში. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს 26/06-1954 წლის N4н-6912/54 განჩინებით რსფსრ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქმის წარმოება შეწყვეტილია.