ტაბიძე შალვა სიმონის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "ტორგსინის" (უცხოელებთან ვაჭრობის საკავშირო გაერთიანება) საქართველოს კანტორის ინსპექტორი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1924 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 07/02/1937 წ.
- ბრალად ედება: 1927 წელს შევიდა ტროცკისტულ ორგანიზაციაში. გათავისუფლების მერე აღადგინა თავი სკკპ(ბ) რიგებში, მაგრამ იმავდროულად აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. იყო ჯიგრაშვილის, ღლონტის და სხვათა ჯგუფში. ტაბიძის დაპატიმრებასა და გასამართლებას საფუძვლად ედო სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძისა და გიორგი დემეტრეს ძე ფრანგიშვილის ჩვენებები. შ. ს. ტაბიძემ წინასწარი გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას არ ცნო თავი კ/რ ორგანიზაციის წევრად. სასამართლოზე ტაბიძემ აჩვენა, რომ ჩიხლაძისა და ფრანგიშვილის ჩვენებები მას ცრუდ და გამოგონილად მიაჩნია.სასამართლო სხდომა მატულევიჩის თავმჯდომარეობით გაგრძელდა 20 წუთს.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ლეჟნევი და გულსტი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან