ტადიანი ბოგდან სერგოს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აღბულახი, დაბა მანგლისი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ფაბრიკის წარმოების ინჟინერ-მექანიკოსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ფურცელაძის #16
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1920 წლიდან 1922 წლამდე.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი. პროექტების შედგენის დროს სისტემატურად ეწეოდა გამიზნულად მავნებლურ საქმიანობას, იწვევდა საამქროების მუშაობის შეფერხებას და მანქანა-დანადგარების ფუნდამეტის რღვევას, წარმოების გეგმის ჩაგდებას. წარმოების მოცდენამ გამოიწვია მუშათა უკმაყოფილება და მათი სამსახურიდან წასვლა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
კომკავშირის რიგებიდან გარიცხული იყო წესდების დარღვევისთვის (სამუშაოს შეუსრულებლობისთვის).