ტანია დიმიტრი ასმანის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გუდაუთის რაიონი, სოფ. დურიფში
- ეროვნება: აფხაზი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - გუდაუთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური, დივერსიული, მავნებლური და მეამბოხე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი 1931 წლიდან. ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას სოფლის მეურნეობის ჩასაშლელად და ეწეოდა გლეხების გადაბირებას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში, ამზადებდა მათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსასვლელად.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან