ტარკილი კონსტანტინე კიაკის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: გუდაუთის რაიონი, სოფ. დურიფში, საქართველო, აფხაზეთი
- ეროვნება: აფხაზი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: შინსახკომის შოსე-გზების სამმართველოს უფროსის მოადგილე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, ახალი ათონი, სასტ. "პრიმორსკაია" 12
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 11/25/1937 წ.
- ბრალად ედება: კ/რ მეამბოხე ტერორისტული ორგანიზაციის წევრის, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელის, აწ უკვე დაპატიმრებული ჟუჟუნავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე კიაკის ძე ტარკილი იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ამ ორგანიზაციაში გადაიბირა თავად ჟუჟუნავამ. ჟუჟუნავამ ჩვენება მისცა, რომ ტარკილს მიცემული ჰქონდა დავალება, მოემზადებინა ტერაქტი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კ/რ ორგანიზაციის დაპატიმრებულმა წევრმა, იასონ დიმიტრის ძე ზარდანიამ 1937 წლის 6 დეკემბრის დაკითხვაზე თქვა, რომ 1935 წელს უკვე დახვრეტილი ხალხის მტერი აფხაზეთის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს უფროსი ვ. ლაკობა მას ეუბნებოდა, თითქოს ტარკილი იყო კ/რ ორგანიზაციის წევრი. თავი არ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: მოხსნილია აღრიცხვიდან აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს