ტერეზანოვი არშავირ ტოროსის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: ნინოწმინდის (ბოგდანოვკა) რ-ნი, სოფ ჯიგრაშენი, საქართველო.
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მუშათა და გლეხთა წითელი არმიის გენერალური შტაბის აკადემიის მსმენელი; წოდება - პოლკოვნიკი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი 1930 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1.იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ზინოვიევური, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1935 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო კ/რ ნაციონალისტური სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა სამხედრო გადატრიალებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა სამხედრო მოსამსახურეთა კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები. 4. მავნებლობდა სამხედრო მომზადების სფეროში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფისა და დაშნაკების არმიის ყოფილი ოფიცერი.