ტერ-გრიგორიანი გიორგი დავითის ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი, რუსეთი
  • ეროვნება: სომეხი
  • განათლება: უმაღლესი სამედიცინო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული განყოფილების ქვეგანყოფილების უფროსის დამხმარე; სამხედრო წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ექიმი.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-37) გეგმავდა ტერაქტს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის აქტიური წევრი; 3. კ/რ ტროცკისტული, მავნებლური ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა კ/რ გადაბირებით და მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ სამსახურში, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თავდაცვისუნარიანობისა და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. ამ მიზნით კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ერთი ადამიანი; 4) კ/რ ტროცკისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრ პ.ი. ანისთან ერთად, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული განყოფილების სამობილიზაციო სამუშაოში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია გასამართლებული პ.ი. ანის ჩვენებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კერვალიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სამხედრო მოსამსახურე. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1919 წლიდან.