ტიხომიროვი ვიკენტი ივანეს ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ვოლოგდის ოლქი, კუბენა-ოზერის რ-ნი, სოფ. ოსინოვკა
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, მეორე რანგის სამხედრო ექიმი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • ბრალად ედება: რომ 1. ეკუთვნოდა კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ, მეამბოხე, ჯაშუშურ სამხედრო ორგანიზაციას საქართველოს სსრ-სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. 2. ეწეოდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული მომსახურების სფეროში, რომელიც მიმართული იყო სსრკ-ს თავდაცვისუნარიანობისა და წითელი არმიის სიძლიერის შესუსტებისაკენ. ასევე იბირებდა ახალ წევრებს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. მხილებულია ავშაროვის, გელაშვილის, ანნის ჩვენებების საფუძველზე. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა თეთრ არმიაში.