ტროფიმოვი პავლე მიხეილის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: ალექსანდროვსკის რ-ნი, სოფ ავკენტიევო, რუსეთი, ივანოვოს სამრეწველო ოლქი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: წვრილი ვაჭარი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი; დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი. წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ექიმი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ამხანაგ ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ შეთქულთა ორგანიზაციის აქტიური წევრი, ეწეოდა ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას, რომელიც იყო მიმართული წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობისკენ; 3. კ/რ ორგანიზაციის დავალებით, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული სამსახურის სისტემაში, წითელი არმიის ძლიერების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესასუსტებლად. თავი დამნაშავედ არ ცნო, მხილებულია ანის, ასათუნიანის და ვიშნიაკის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მისი მამა რევოლუციამდე და შემდგომ 1925 წლამდე დაკავებული იყო წვრილი ვაჭრობით, რისთვისაც ხმის უფლების მიცემა ჩამოერთვა 1927-1928 წ.წ. თავის სოციალურ წარსულსა და იმას, რომ მამამისს ჰქონდა ჩამორთმეული არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, მალავდა 1937 წლამდე. მეფისა და თეთრ არმიაში არ მსახურობდა.წითელ არმიაში მსახურობდა 1921 წლიდან.