ტურსკი მარიანი იოსების ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: პოლონეთი, ვარშავა
- ეროვნება: პოლონელი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1918 წლიდან. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯავშნოსანი მატარებლების მეშვიდე დივიზიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური. წოდება - კაპიტანი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. 1935 წლიდან იყო წევრი კონტრრევოლუციური სამხედრო მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 2. ეწეოდა მავნებლობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯავშანმატარებელთა მეშვიდე დივიზიის საბრძოლო მომზადებაში 3. ეწეოდა პიროვნებების დამუშავებას, რომ გადაებირებინა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. 4. 1924 წლიდან ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას პოლონეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან