ტურძელაძე მიხეილ ერასტის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. ქუთაისი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, წოდება - მეორე რანგის სამხედრო ექიმი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: მასზედ, რომ 1936 წლიდან იყო წევრი არალეგალური, სამხედრო, კონტრრევოლუციური, მავნებლური ორგანიზაციისა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიულ სამსახურში; ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში. კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დ.ს.შენგელიას დავალებით დაამყარა კონტრრევოლუციური კონტაქტები კონტრრევოლუციურ-მავნებლური ორგანიზაციის წევრებთან; ხელმძღვანელობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, დ.ზ. ლომიძის მავნებლურ საქმიანობას; ასევე, ჰქონდა დავალება, გადმოებირებინა ახალი წევრები კონტრრევოლუციურ-მავნებლურ ორგანიზაციაში. მხილებულია ავშაროვის და ლომიძის ჩვენებების საფუძველზე. თავი ცნო დამნაშავედ, იმაში, რომ იყო წევრი არალეგალური სამხედრო კონტრრევოლუციური, მავნებლური ორგანიზაციისა 1937 წლის მარტიდან და მავნებლობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში. უარყო კავშირი შტენგლერთან და ლომიძესთან და, ასევე, ახალი წევრების გადაბირება.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მენშევიკურ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან სამი თვის განმავლობაში რიგითად, მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1923 წლიდან დაპატიმრებამდე.