ტყეშელაშვილი ნიკოლოზი ანთიმოზის ძე (1888)
- დაბადების თარიღი: 1888 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ვანი, სოფ. ბზვანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საჩილავის ხეტყის სახერხი ქარხნის ტექნიკური ხელმძღვანელი. ინჟინერ-მექანიკოსი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო საქართველოს ხეტყის მრეწველობასა და ხეტყის მეურნეობაში არსებული კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელიც დაკავშირებული იყო კ/რ "ქართულ ნაციონალურ ცენტრთან". კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ვლადიმერ ლუკას ძე ავალიანის მიერ. როგორც ინჟინერ-მექანიკოსი ეწეოდა კ/რ მავნებლურ საქმიანობას ზუგდიდისა და საჩილავის ხეტყის სახერხ ქარხნებში. კერძოდ, მალავდა ზედმეტ დანადგარებს, არ ტვირთავდა საწარმოებს, მავნებლურად უდგებოდა რეკონსტრუქციისა და აღჭურვის საკითხებს, დაგვიანებით ახორციელებდა გეგმურ სარემონტო სამუშაოებს. იყო ანტისაბჭოურად განწყობილი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილიევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან