ურიდია ალექსანდრე სერგოს ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აფხაზეთი, გუდაუთა
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კომისიონერი, აფხაზეთის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მოსკოვის კანტორის მმართველი
- საცხოვრებელი ადგილი: რსფსრ, მოსკოვი, გნეზდნიკოვის შესახვევი # 10
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 10/01/1936 წ.
- ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - ყოფილი თეთრგვარდიელი. ჰქონდა კაშირი ტროცკისტებთან. მოთავსებულია სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს კომენდატურაში
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-10, 58-11, 58-13
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ნათესავებს ეცნობათ, რომ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით და გარდაიცვალა 15.04-1943 წელს თირკმლების ანთებით. რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 18.07-1957 წლის განჩინებით N4н-025910/56 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.