უჩანეიშვილი ეფრემ გლახუნას ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- დაბადების ადგილი: სენაკის (ცხაკაია) რ-ნი, სოფ. ზანათი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კოლხიდმშენის მოლარე
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ფოთი, გურიის ქ. N 52, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 10/10/1936 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო ტროცკისტების ოპოზიციური ორგანიზაციის წევრი, პარტიულ შეკრებებზე ღიად გამოდიოდა ტროცკისტების შეხედულებების დამცველად, რის გამოც გაირიცხა სკკპ (ბ) რიგებიდან. ეწეოდა იატაკქვეშა საქმიანობას, ტროცკისტულ ორგანიზაციაში ითრევდა ახალ წევრებს, ავრცელებდა ტროცკისტულ ლიტერატურას, აგროვებდა საწევრო გადასახადს და ამყარებდა კავშირს ქ. ფოთის ტროცკისტულ ორგანიზაციასთან. იყო საქ.სსრ შინსახკომის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის რაიონული განყოფილების აგენტი, თვალთმაქცურად მოქმედებდა და აფრთხილებდა რიგ ტროცკისტებს მათ საქმიანობზე შინსახკომის ორგანოების მხრიდან თვალთვალის შესახებ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბირო
- მუხლი: 58-10, 8-96
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1951 წლის სექტემბერში სახ.უშიშროების სამინისტროს დადგენილებით მასზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა, სადგან მისი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა.