უჩანეიშვილი ვასილ სოლომონის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აბაშა, სოფ. ზანათი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1927 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 07/13/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. უჩამეიშვილი უშუალოდ იყო დაკავშირებული საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ცენტრთან, რომელშიც გადაბირებული იყო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, აწ გასამართლებული ხალხის მტრის - გერმანე მგალობლიშვილის მიერ. მგალობლიშვილის დავალებით უჩამეიშვილმა საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში ჩამოაყალიბა კ/რ ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია და სათავეში ჩაუდგა მას. უშუალოდ თვითონ და თავისი გადაბირებული კ/რ ორგანიზაციის წევრების მეშვეობით ეწეოდა აქტიურ კ/რ დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას. იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური ტერორი პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა აზერბაიჯანისა და სომხეთის კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატებში არსებულ მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციების წევრებთან, რომლებთან ერთადაც დაპატიმრების დღემდე (13.07.1937) ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან