ფანჩულიძე გრიგოლ ალექსის ძე (1903)

  • დაბადების თარიღი: 1903 წ.
  • დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მჭედელი; დაპატიმრებამდე - ჩხარის აღმასრულებელი კომიტეტის საფინანსო განყოფილების გამგე
  • პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ იყო ფარული ტროცკისტი 1928 წლიდან 1935 წლამდე. გადაბირებულ იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში რაიკომის ყოფილი მდივნის აკაკი მახათაძის და აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ფანჩულიძის მიერ, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყვნენ კ/რ ცენტრთან გიორგი კურულოვის და მიხეილ ნიორაძის მეშვეობით. ამ ორგანიზაციის წევრების დავალებით დამალა ადგილობრივი მრეწველობის ბრუნვის რეალური თანხა და კ/რ მიზნებით არ შეიტანეს ხაზინაში 490 000 მანეთი.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაბისონია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

გრიგოლი ალექსის ძე ფანჩულიძის ძმა, კაკოლი ალექსის ძე ფანჩულიძე (დაპატიმრებული) იყო აქტიური კ/რ ტროცკისტი 1927 წლამდე. მას მერე, რაც კ/რ ტროცკისტული საქმიანობის გამო გარიცხეს დაუსწრებელი კომუნისტური უნივერსიტეტიდან, ჩამოვიდა სოფ. ჩხარში, ჩამოიტანა კონტრევოლუციური ლიტერატურა და გააცნო ისინი თავის ძმებს, ალკკ-ის წევრებს გრიგოლ ალექსის ძე ფანჩულიძეს და გეგი ალექსის ძე ფანჩულიძეს (დაპატიმრებული). ეს ფაქტი გრიგოლ ფანჩულიძემ პარტიას დაუმალა.