ფანცხავა ნიკოლოზ ევსევის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო საქართველოს შიდა ვაჭრობის სახალხო კომისარი
- პარტიულობა: 1917-1937წ. იყო საკავშირო კპ(ბ)წევრი. გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა სათადარიგო კ/რ ცენტრის აქტიური წევრი, სადაც 1937 წ. გადაიბირა ამბერკი კეკელიამ, რათა ეწარმოებინა კ/რ მავნებლური საქმიანობა საქართველოს სახვაჭრობის სისტემაში. მისი მავნებლური საქმიანობის შედეგად საქართველოს სახვაჭრობას მიადგა მილიონობით მანეთის ზარალი. 1927-1929 წწ. აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად მუშაობისას, კახიანის დავალებით ეწეოდა კ/რ საქმიანობას, რამაც გამოიწვია აჯანყება ზემო აჭარაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შაპირო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან