ფატალიევი მაშად აბდულა აბილ ჰასან ოღლი (1865)
- დაბადების თარიღი: 1865 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. შაპური, ირანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ირანელი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- განათლება: საშინაო განათლებით
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მოლა; დაპატიმრებამდე დაკავებული იყო რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებით.
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 02/05/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1932 წელს გადიაბირეს კ/რ მეამბოხე, ტროცკისტულ ორგანიზაციაში და იმავდროულად 1937 წელს შედიოდა კ/რ ჯაშუშურ ორგანიზაციაში ირანულ სექტა "ბაბაში". ამ ორგანიზაციის დავალებით დაპატიმრების დღემდე ეწეოდა ყარაიაზის (გარდაბნის) რაიონში ა/ს საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობდა 1932- 35-37 წწ-ში არალეგალურ შეკრებებში, სადაც განიხილებოდა შეიარაღებული აჯანყების, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის და ბურჟუაზიული წყობილების აღდგენის საკითხები. ირანის საკონსულოს თანამშრომლების, მირზა მაჰმუდ ხანისა და ალეკპერ ალი ზადეს დავალებით ქმნიდა ემიგრაციულ განწყობას კოლმეურნეებს შორის და ამუშავებდა მათ ინდივიდუალურად მათი კოლმეურნეობიდან გამოყვანის მიზნით. თავი ცნო დამნაშავედ. (www.memo.ru-ს ცნობით, ბრალად ედება მასში, რომ იყო რა საბჭოთა ხელისუფლების შეურიგებელი მტერი, წლების მანძილზე სისტემატიურად ეწეოდა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო აგიტაციას ადგილობრივ მოსახლეობას შორის , გამოდიოდა საბჭოთა მთავრობის ღონისძიებების წინააღმდეგ, ყველა ხერხით ცდილობდა კოლმეურნეობების დაშლას. მუდმივ კ/რ კავშირში იყო ირანის საკონსულოს თანამშრომლებთან მირზა მახმუდ-ხანთან, ვისი დავალებითაც კოლმეურნეობების დაშლის და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკმაყოფილების დათესვის მიზნით, ატარებდა კ/რ-ურ, ემისრულ საქმიანობას. იგივეს იგი ეწეოდა ირანიდან მიღებული წერილების პროვოკაციული წმენდით. 1931 წელს ირანის საკონსულოს თანამშრომლების მირზა მახმუდ-ხანის და ალეკპერ ალი-ზადეს უშუალო დავალებით, იგი ირანული დაზვერვის აგენტების, ასკიარ ტული მურადის ძისა და მაშადი მირზალი ირზა ოღლისთან ერთად ატარებდა კოლმეურნე ირანელების (116 კაცი) ინდივიდუალურ დამუშავებას და მიაღწია კოლმეურნეობიდან მათ გამოსვლაზე თანხმობას. 1937 წლიდან იგი იყო კ/რ ჯაშუშური ირანული ორგანიზაციიის სექტა „ბაბას“ წევრი, რომლის დავალებითაც ყარაიაზის რაიონში ატარებდა ანტისაბჭოთა სამუშაოს. ბრალდებული ფატალეევი მაშადი აბდულა მისთვის წაყენებულ ბრალდებებში თავი ბახლუ, კულიოღლი, ასკარა ტული მურადის ძე და მუხთარ თახმაზ ორღლის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
დამნაშავედ ცნო, მხილებულია აგრეთვე კ/რ ორგანიზაციის სხვა წევრების: კულიევი. ირანის ქვეშევრდომი. ყოფილი კულაკი და ვაჭარი.