ფერაძე არჩილ რომანის ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების; მღვდლის შვილი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სამხედრო საარტილერიო სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კალინინის ქ. # 81
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 10/15/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლურ- დივერსიული ორგანიზაციისა 1934 წლის 1 დეკემბრიდან, ბრალდება ამხ. კიროვის მკვლელობა და 1934-1937 წწ. მომზადებული ტერორისტული აქტები პარტიული და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) მენშევიკურ არმიაში მსახურობის დროს აქტიურად იბრძოდა წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ. 3) 1934 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დამხობის და კაპიტალიზმის რესტავრაციის მიზნით. 4) სამხედრო მოსამსახურეთაგან იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში. 5) მავნებლობდა სათადარიგო ნაწილების დამზადების საკითხში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-8, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 23/11-1940 წ. გულის დამბლით. სიკვდილი დარეგისტრირებულია ქ. სტალინის რაიონის მმაჩის ბიუროში 02/06-1957 წელს; აქტი N131. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 08/02-1957 წლის N98/н განჩინებით სამეულის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.