ფირუმოვი სიმონ გრიგოლის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, ქ. შუშა
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტში მუშაობდა ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტის უფროსად.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1926 წლიდან
- ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 1926 საზღვარგარეთ მივლინებით პარიზში ყოფნისას გადაიბირეს სსრკ-ში საჯაშუშოდ, 1927 წელს დაბრუნების შემდეგ დაპატიმრებამდე აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის რეზიდენტთან და აწვდიდა მას ცნობებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენს. დაზვერვის დავალებით დაკავშირებული იყო კონტრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციებთან საქართველოსა და სომხეთში, მონაწილებდა ეროვნული ცენტრის შექმნასა და მავნებლობაში. 1929 წელს თავისი ხელმძღვანელობით ბურჟუაზიულ-ნაციონალისტული ელემენტებისგან შექმნა დაჯგუფება, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა როგორც ეროოვნული თეატრი და რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სომხეთში; ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტში მუშაობის დროს ატარებდა მავნებლურ საქმიანობას. ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანის კონტრრევოლუცური ნაციონალისტური ცენტრის მიერ ჩატარებული მავნებლური საქმიანობის შესახებ და დაკავშირებული იყო კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრთან მოსკოვში. თავიდან ფირუმოვი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ შემდგომში წაყენებული ბრალდება აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-6, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან