ფირცხალავა დავით სპირიდონის ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ფოთის პორტის მტვირთავი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს წევრი 1917 წლიდან, პარტიიდან გაირიცხა 1928 წ. როგორც კ/რ ტროცკისტი.
- დაპატიმრების თარიღი: 04/07/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1928 წლიდან დაადგა კ/რ საქმიანობის გზას, შევიდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში, ხელი მოაწერა ,,83-იანების" პლატფორმას. 1931 წელს გადავიდა ქ. ფოთის მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციაში. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას და იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი. მონაწილეობა მიიღო ქ. ფოთისა და ქ. ზუგდიდის ანალოგიური ორგანიზაციების გაერთიანებაში. 1936 წელს გახდა ფოთის კ/რ ტროცკისტულ მეამბოხე ორგანიზაციის წევრი, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზოსიმე ხუხიასთან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბგაროვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან