ფლეიშერი გიორგი ნიკოლოზის ძე (1887)
- დაბადების თარიღი: 1887 წ.
- დაბადების ადგილი: თურქმენეთი, აშხაბადი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ინჟინერ-ელექტრიკოსი; თბილისის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 09/04/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ- ჯაშუშური და დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 1934 წელს ფლეიშერი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა რადიოსამმართველოში არსებული ამ ორგანიზაციისა და რადიოსამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვ. კ. მნაცაკანოვმა. იმავე 1934 წელს ჯაშუშობაში ჩაბმის მიზნით გადაიბირა თბილისში გერმანია-პოლონეთის რეზიდენტმა ვლადიმირ კარლის ძე გინცმა. 1937 წ. 4 სექტემბრამდე (დაპატიმრებამდე) ეწეოდა აქტიურ კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტულ და მავნებლურ საქმიანობას. კერძოდ, გერმანია- პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის რეზიდენტს, ვ. კ. გინცს აწვდიდა საიდუმლო მასალებს "რადიომშენებლობის" შესახებ და შესაბამის ობიექტებზე ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას. იცოდა ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რაც გულისხმობდა ტერორის მოწყობას საკავშირო კპ(ბ)-ისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-6, 58-7, 58-8 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი საზღვაო ოფიცერი.