ფლორინსკი ალექსანდრე პავლეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: სიმბირსკის გუბერნია, სოფ. ტომილოვო, რუსეთი, სიზრანის რაიონი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო განყოფილების საწყობების მომარაგების ქვეგანყოფილების უფროსი; სამხედრო წოდება - კაპიტანი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; საკავშირო კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული ტერორისტული, მავნებლური სამხედრო და ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-1937) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. იყო კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა ფართო ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო სსრკ-ს თავდაცვისუნარიანობისა და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გუსევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
დიაკვნის შვილი. თვითონ წარსულში იყო მედავითნე. მეფის და თეთრ არმიაში არ მსახურობდა.მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან.