ქავთარაძე სარდიონ ანდროს ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • ეროვნება: ქართველი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ვანის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის დირექტორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს.

  • ბრალად ედება: რომ ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ვანის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში. შედეგად ადგილი ჰქონდა ტრაქტორის ავარიებს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ეწეოდა მინდვრების მავნებლურ დამუშავებას, შექმნა ხელოვნური უკმაყოფილება ტრაქტორისტთა შორის. ახლო კავშირი ჰქონდა მიწათმოქმედების ყოფილ სახალხო კომისარ შ. მათიკაშვილთან და სარგებლობდა ამ უკანასკნელის მხარდაჭერით. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. მხილებულია მოწმეების ჩვენებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში: ყოფილი ნაციონალ-უკლონისტი; ყოფილი ტროცკისტი