ქავთელაძე მიხეილ ეგორის ძე (1898)

  • დაბადების თარიღი: 1898 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ჩოხატაურის რაიონი
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: არასრული საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე საქ. სსრ შინსახკომის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი, მანამდე - საქ.სსრ შინსახკომის სახ.უშიშრ.კომ. სამმართველოს მე-4 განყ-ის უფროსის მოადგილე.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი

  • დაპატიმრების თარიღი: 04/13/1937 წ.
  • ბრალად ედება: ქავთელაძის დაპატიმრების მიზეზი გახდა საქ. სსრ სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს საგანგებო რწმუნებულის, ქერქაძის ცნობა იმის შესახებ, რომ საქ.სსრ შინსახკომის სახ. უშიშრ. კომ. სამმართველოს მე-4 განყ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად საქ.სსრ შინსახკომის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ქავთელაძე სისტემატურად აწვდიდა მოდებაძეს ინფორმაციას სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მიერ ტროცკისტების წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. იყო მასთან ნათესაურ კავშირში, ამ უკანასკნელის კონტრრევოლუციურ გამონათქვამებს თანაუგრძნობდა და, თავის მხრივ, გამოთქვამდა უკმაყოფილებას პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ღონისძიებების მიმართ; ბელადის მიერ საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობაზე გაკეთებული მოხსენების შინაარსზე სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს სახელით ჰქონდა ცილისმწამებლური გამოხტომა, ტროცკისტ-ტერორისტ ტატეიშვილს მისცა ცნობა, რომ ეს უკანასკნელი ტროცკისტებს ებრძოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-10

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან