ქაჯაია აკაკი სილიბისტროს ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედია, სოფ. ეწერი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - შირაქის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. 2. მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრების, ლადო სუხიშვილისა და არტემ წითლიძის დავალებით შექმნა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ჯგუფი სიღნაღის რაიონის საბჭოთა მეურნეობაში. 3. ეწეოდა მავნებლობას საბჭოთა მეურნეობაში 4. წითლიძის დავალებით უნდა განეხორციელებინა ტერორისტული აქტი ლ. ბერიასა და ბაქრაძის წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ოვიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან