ქემოკლიძე სერაპიონ პეტრეს ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გზათა მიმოსვლის ინჟინერი; დაპატიმრებამდე - შოსე გზების სამმართველოს სამტრედიის საგზაო-საექსპლუატაციო მონაკვეთის უფროსი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან 1937 წლამდე.
- ბრალად ედება: რომ იყო სამტრედიის მემარჯვენეთა კ/რ არალეგალური ორგანიზაციის წევრი 1937 წლის დასაწყისიდან და გადაიბირა ამ კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნესტორ გეგიამ. იყო დივერსიულ-მავნებლურ დაჯგუფების აქტიური წევრი და ასრულებდა კ/რ ორგანიზაციის მიერ მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას. ქემოკლიძე ეწეოდა მავნებლობას საბჭოთა ხელისუფლების სწრაფი დამხობის და ე.წ. „დამოუკიდებელი“ ქართული სახელმწიფოს შექმნის მიზნით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: თევზაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან