ქველაძე გრიგოლ ალექსანდრეს ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ხაშური, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით დურგალი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბორჯომი, დიმიტროვის ქ. #2, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: ალკკ-ს ყოფილი წევრი. 1928წ. გარიცხეს კ/რ ორგანიზაციის წევრობის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 06/09/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, მჭიდრო კავშირში იყო კ/რ ტროცკისტ ვლადიმერ ბითაძესთან, რომლის დავალებითაც იბირებდა ხალხს. არალეგალურად ესწრებოდა ტროცკისტულ კრებებს, რომლებიც იმართებოდა ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბითაძისა და ქველაძის მიერ. იყო ორგანიზაციის რწმუნებული და კავშირი ჰქონდა კ/რ ტროცკისტ ონისიმე არევაძესთან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სარქისოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან