ქრისტოვი ფრიდრიხ ფრიდრიხის ძე (1881)

  • დაბადების თარიღი: 1881 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. რიგა, ლატვია
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი; 3-წევრიანი ოჯახი
  • ეროვნება: გერმანელი
  • განათლება: არასრული უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - პედაგოგი
  • საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ.

  • დაპატიმრების თარიღი: 01/07/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1. 1936 წელს იქნა გადაბირებული გერმანიის დაზვერვის რეზიდენტის შრაპლაუს მიერ; 2. შრაპლაუს გერმანიაში გამგზავრების შემდეგ გერმანიის რეზიდენტი აფხაზეთში გახდა ქრისტოვი, რომელიც გამოიძახეს თბილისში გერმანიის საკონსულოში, სადაც გადაიბირა გერმანიის საკონსულოს მდივანმა ერიხომ 1936 წელს. 3. ჯერ შრაპლაუს ხოლო შემდგომ ერიხოს დავალებით 1926 წლიდან დაპატიმრების დღემდე აგროვებდა ჯაშუშურ ცნობებს და აწვდიდა თავიდან შრაპლაუს და შემდგომ ერიხოს, რისთვისაც სარგებლობდა ქ. თბილისში ოტო ლარშეს კონსპირაციული ბინით. 4. ერიხოს დავალებით დაამყარა კავშირი გერმანელებთან სოფლებში გნადერბერგსა და ნაიდორფში, სადაც გამოამჟღავნა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ყველაზე უფრო რეაქციულად განწყობილი პირები, რომლებიც პირადად თვითონ ჩაითრია კ/რ მზვერავ ორგანიზაციაში, შექმნა აგენტურული ქსელი გერმანიის დაზვერვისათვის, რომლის საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა დაპატიმრების დღემდე. 5. გერმანული დაზვერვისთვის ჯაშუშური მასალების შეგროვებისა და გადაცემისათვის ქრისტოვმა მიიღო გერმანიის საკონსულოსაგან 3 000 მანეთი; 6. ეწეოდა აქტიურ კ/რ მეამბოხე საქმიანობას გერმანელ მოსახლეობაში, კონტაქტი ჰქონდა ამ საქმიანობაში ესტონელთა კ/რ მეამბოხე ორგანიზაციასთან, ესტონეთ-გერმანიის რეზიდენტის, მიხელსონის(აწ დახვრეტილის) მეშვეობით. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კარვონოპულო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-6, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

გერმანიის ქვეშევრდომი. ცნობა memo.ru-დან გადაიბირა გერმანული დაზვერვის სასარგებლოდ 1936 წელს თბილისში გერმანიის საკონსულოს მდივანმა იერიხომ. 1936 წლის ივნისიდან ფ. ფ. ქრისტოვი იყო გერმანიის დაზვერვის რეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე. შემდეგ, 1936-1937 წწ. ქრისტოვმა შექმნა აგენტურული ქსელი ქ. სოხუმში და იერიხოს მითითებით დაამყარა კავშირი სოხუმის რაიონის სოფლების კ/რ ჯაშუშურ- მეამბოხე ორგანიზაციასთან, რომელიც მოქმედებდა რელიგიური ბაპტისტურ-ლუთერანული თემების საფარქვეშ. შინსახკომის ორგანოების მიერ კ.ლ. ბრენერის დაპატიმრების შემდეგ, გენსაკონსულოს მითითებით აღნიშნული კონტრრევოლუციური ჯაშუშურ-მეამბოხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიიღო ქრისტოვმა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთანხმებული ბრძოლისათვის. მან დაამყარა კავშირი იმავე სოხუმის რაიონის ესტონურ სოფლებში არსებულ ანალოგიურ კონტრრევოლუციურ ჯაშუშურ- მეამბოხე ორგანიზაციასთან: ვ. ლინდაუსა და ნ. ლინდაუსთან, რომელთაც ხელმძღვანელობდა ესტონურ-გერმანული აგენტი - მიხელსონი. თავი ცნო დამნაშავედ. გერმანიის აგენტი